როგორ მოვხიბლოთ სასურველი მამაკაცი..

როგორ მოვხიბლოთ სასურველი მამაკაცი..

 

როგორ მოვხიბლოთ სასურველი მამაკაცი..

წარმოგიდგენთ 11 წესს, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია სასურველი მამაკაცისათვის თავის (უფრო მეტად) შეყვარება.


როგორ მოვხიბლოთ სასურველი მამაკაცი..

მაშ ასე, წესი პირველი-იყავი ბუნებრივი,
მას უნდა შეუყვარდეთ ისეთი, როგორიც ხართ. არ შეუქმნათ ილუზიები, არ ითამაშოთ ისეთი გოგონა, როგორიც არ ხართ. თავი ბუნებრივად დაიჭირეთ და აჩვენეთ მას თქვენი ნამდვილი ხასიათი და სახე, რათა შემდგომში თქვენ ან ის მოტყუებული არ დარჩეთ.


როგორ მოვხიბლოთ სასურველი მამაკაცი..


წესი მეორე-იყავი საკუთარ თავში დარწმუნებული.
უნდა გჯეროდეს საკუთარი თავის, უამრავი ქალი მარტოხელაა, რადგან ის იტანჯება საკუთარი კომპლექსებით. მე ერთხელ შევხვდი გოგონას, რომელიც იმდენად ლამაზი არ იყო,როგორადაც საკუთარი თავი წარმოედგინა, მაგრამ მას და მის ბოიფრენდს იდეალური ურთიერთობა ჰქონდათ. ამ გოგონამ ერთხელ მითხრა:" არ აქვს მნიშვნელობა როგორ გამოიყურები, მთავარია ის, თუ რას ფიქრობ საკუთარ თავზე."


როგორ მოვხიბლოთ სასურველი მამაკაცი..


წესი მესამე-ნუ იქნები არაადეკვატური.
როდესაც მის გვერდით ხარ ნუ იცინებ უმიზეზოდ, ნუ იქნები ძალიან ხმაურიანი ან პირიქით, ნუ იტყვი პირდაპირ იმას, რაც თავში აზრად მოგივა. მართალია, მისი დანახვისას ღელავ, მაგრამ არაადეკვატური ქცევა არაფერს მოგიტანს. პირიქით, უნდა ჩაისუნთქო ღრმად და არ შეიბოჭო, უბრალოდ წარმოიდგინე, თითქოს ის შენი ერთ-ერთი მეგობარია.


როგორ მოვხიბლოთ სასურველი მამაკაცი..


წესი მეოთხე-უნდა გამოიყურებოდე კარგად.
პირველი შთაბეჭდილება ყოველთვის უმნიშვნელოვანესია, ამიტომ მის მოსახიბლად ეცადეთ კარგი მაკიაჟი გაიკეთოთ, კარგად ჩაიცვათ. თუმცა ბუნებრივობა არ დაკარგოთ.


როგორ მოვხიბლოთ სასურველი მამაკაცი..


წესი მეხუთე-დაუახლოვდი მას.
გაუღიმე და თავისუფლად ესაუბრე მას. არასოდეს გიფიქრიათ, რამდენად ხშირად გვეუბნებიან მამაკაცები კომპლიმენტს და არაფერი დაშავდება თუ ჩვენს იგივეს გავაკეთებთ. უთხარით მას, რომ მშვენივრად გამოიყურება. 


როგორ მოვხიბლოთ სასურველი მამაკაცი..


წესი მეექვსე-აეჭვიანე.
ეს ხრიკი საკმაოდ ძველია, მაგრამ ძირითადად ამართლებს. არ უპასუხო მის ზარებს, სხვა ბიჭებთან ერთად ხშირად იარე. ის კი აუცილებლად ეცდება შენი ყურადღების მიპყრობას (ყველა კაცი ასე აკეთებს).


როგორ მოვხიბლოთ სასურველი მამაკაცი..


წესი მეშვიდე-უსმინე ბიჭების რჩევებს.
ნუ იფიქრებ, რომ ყველა კაცი ერთნაირია. შენს მეგობრებს (ბიჭებს) ჰკითხე, თუ რა შეცდომას უშვებდნენ მათი შეყვარებულები, რათა შემდეგში გაითვალისწინო . ეს წესი დაგეხმარება იმაში, რომ მამაკაცის მხრიდან დაინახო ყველაფერი და გაიადვილო მასთან დაახლოება.


როგორ მოვხიბლოთ სასურველი მამაკაცი..


წესი მერვე-ითამაშე შენსავე მოედანზე.
დაპატიჟე იგი შენს სახლში ფინჯან ყავაზე, ან ფილმის ჩვენებაზე. თავს უფრო კომფორტულად იგრძნობ. ეს მას დაეხმარება შენი სამყაროს უკეთ გაცნობაში. ასევე კარგია, თუ შენი მეგობრების გარემოცვაში იქნებით, მეგობრები კი როგორც ყოველთვის რაიმე სახალისო ისტორიას მოყვებიან შენს შესახებ.: D


როგორ მოვხიბლოთ სასურველი მამაკაცი..


წესი მეცხრე-გაიგე მეტი მის შესახებ.
შეეცადე მის შესახებ მეტი ინფორმაცია მოიპოვო. იქნებ თქვენ რაიმე საერთოც გაქვთ? დამიჯერეთ, ბიჭებს ძალიან მოსწონთ გოგონები, რომლებთანაც რაღაც აკავშირებთ. ერთხელ ორი ბიჭის საუბარს შევესწარი:
"ერთი გოგო გავიცანი, მგონი მომწონს კიდეც, იცი? მასაც ჩემსავით უყვარს რედ ბული,მაგარია არა?"


როგორ მოვხიბლოთ სასურველი მამაკაცი..


წესი მეათე-დაუახლოვდი მის მეგობრებსაც.
შეეცადე კარგი ურთიერთობა იქონიო მის მეგობრებთან, მეგობრები ყოველთვის დიდ როლს თამაშობენ ადამიანის გადაწყვეტილებაში, ამიტომაც თუ კი მის სამეგობროსთან კარგ ურთიერთობას დაიჭერ, მათგან წინააღმდეგობა არ შეგხვდება.


როგორ მოვხიბლოთ სასურველი მამაკაცი..


წესი მეთერთმეტე- თუ კი ამ ყველაფერმა არ გაამართლა...
თუ ამ რჩევებმა შედეგი ვერ გამოიღო, მაშინ მიმართეთ წიგნებს, რომლებშიც აუცილებლად მიიღებთ სასურველ პასუხს. დამიჯერეთ, ბიბლიოთეკაში იპოვით იმას, რაც გსურთ.


როგორ მოვხიბლოთ სასურველი მამაკაცი..

maily